ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტა

7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაციას იწყებს. აღნიშნული მონეტის გამოშვებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა - მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მასპინძელია. მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია, იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა.