ქალების როლი კორპორაციულ მართვაში

"კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის მოწესრიგებასთან ერთად, ბანკის მართვის პროცესში ქალების როლის გაძლიერებას ითვალისწინებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის", - ამის შესახებ კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

კობა გვენეტაძემ ქალების როლის ზრდასთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო, თუ რა შედეგები მოიტანა კორპორაციული მართვის კოდექსის ამოქმედებამ და მათი შეფასებებიც მოისმინა.