ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის

29 ივლისს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ფინანსური განათლების თემაზე, სახელწოდებით - "ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის". ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია წარუდგინა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.