სსფ: საბანკო სისტემა გამართულად ფუნქციონირებს და გამძლეა შოკების მიმართ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ, რომელიც საქართველოში 2014 წლის ივნისის განმავლობაში მუშაობდა, გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ წარმატებით გაუძლო სხვადასხვა შოკს, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, პოლიტიკურ ცვლილებებსა და რეგიონულ არასტაბილურობას და საბანკო სექტორმა ბოლო წლების მოვლენების ფონზე მისი მნიშვნელოვანი მდგრადობა დაადასტურა. პოზიტიურია ასევე მომავლის მოლოდინებიც.