სსფ მმართველი დირექტორის მოადგილის ტაო ჟენგის და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა
12 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დელეგაცია მმართველი დირექტორის მოადგილის ტაო ჟენგის ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სავალუტო ფონდის დელეგაციის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, ასევე იმსჯელეს ახალ პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.