სებ-მა ბანკირის დღესთან დაკავშირებით საბანკო სექტორის ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვა

ღონისძიებაზე სებ-ის 35 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები.