საერთაშორისო ფორუმი

საქართველოს ეროვნული ბანკი, EBRD-ს მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისა და ინსტრუმენტების განვითარებაა. ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის, ყირგიზეთისა და მონღოლეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ფორუმზე, რომლის მთავარი მიზანი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა, მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მაგალითზე განიხილეს თუ როგორ შეუძლია ინფლაციის თარგეთირების მქონე ცენტრალურ ბანკს, პატარა ღია ეკონომიკაში გაუმკლავდეს საგარეო შოკებს. ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებისა და კომუნიკაციის პოლიტიკაზე. მონღოლეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების მაგალითებზე კი განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესება. ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად არიან საკონსულტაციო კომპანია OGResearch და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD).