პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შეთქმულებაზე საუბარი უხერხულია
გიორგი ქადაგიძე : როცა ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიაზე, შეიძლება გაიგო, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ეს უხერხულია როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, ვინაიდან ყვითელი პრესა ცდილობს, მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ეს როგორც მინიმუმ, უხერხულია. განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე, ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD, რომლის ფორუმზეც დღეს ვიმყოფებით და, რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს რამდენად უწყობს ხელს უწყობს ყველაფერ ამას, განსჯა თქვენთვის მომინდია".