პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიში დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.
ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეაქცია მსოფლიო ეკონომიკასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის ადეკვატური იყო.