მონეტარული პოლიტიკის ანგარიში - აგვისტო 2021

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მაკროეკონომიკური პროგნოზები და ეროვნული ბანკის მიერ პოლიტიკის განაკვეთზე გადაწყვეტილება, რომელიც ინფლაციური მოლოდინების მოთოკვას ისახავს მიზნად.

 

  • განახლებული პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელი ინფლაცია გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზი კი, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების წინა ანგარიშში მოსალოდნელზე მეტად ზრდაა.

 

  • არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 9% - ზე მაღალი იქნება. 2022 წელს კი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 3% - ია, ეტაპობრივად დაუახლოვდება.