ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე შესაძლებელია

ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე შესაძლებელია. უნიკოდში რეგისტრაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა. Microsoft-ის საქართველოს ოფისის აქტიური მხარდაჭერის შედეგად ლარის სიმბოლოს გამოყენება უკვე შესაძლებელია როგორც Microsoft Windows 7 ასევე 8 და 10 ვერსიაში. სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.