კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია 03.02.2021

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8% - ი შეადგინა. ბოლო ორი თვის მანძილზე მისი შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4% - ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 17 მარტს გაიმართება. ვრცლად: http://bit.ly/თებერვალი-2021 #მონეტარულიპოლიტიკა2021 #NationalBankofGeorgia ✓ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge ✓ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში: Facebook - https://www.fb.com/NationalBankofGeorgia/ Instagram - https://www.instagram.com/nationalbankofgeorgia/ LinkedIn - https://www.linkedin.com/company/nationalbankofgeorgia/ ✓ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406 ✓ ელ. ფოსტა: info@nbg.ge