კობა გვენეტაძისა და ჯიჰად აზურის შეხვედრა სტუდენტებთან
სსფ - ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომის გავლენებსა და გლობალურ ეკონომიკას. ჯიჰად აზურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე, დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის საქმიანობა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.