კობა გვენეტაძე: სსფ-ის პროგრამა აგზავნის დადებით სიგნალებს ინვესტორებისათვის

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა აგზავნის დადებით სიგნალებს ინვესტორებისათვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესახებ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.