ეროვნულ ბანკში მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა დაინერგა
მომხმარებელთან კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა (Business Intelligence, ე.წ. BI) დანერგა.
19 დეკემბერს, ტექნოპარკში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას BI - ის პროექტი წარუდგინა.
BI - ის სისტემა გამოიყენება დიდი მოცულობის, სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის მონაცემების ვიზუალური წარმოდგენისა და ანალიზისათვის.
უფრო მეტს შეიტყობთ აქ: http://bit.ly/NBGBI
✔️ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge
✔️ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში: https://www.fb.com/NationalBankofGeorgia/
https://instagram.com/nationalbankofgeorgia
✔️ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406
✔️ ელ. ფოსტა: info@nbg.ge