ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის პრეზენტაცია

ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის შესახებ ონლაინპრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე პაპუნა ლეჟავამ ანგარიშის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა. პრეზენტაციის დასასრულს კი, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.