საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბანკ "რესპუბლიკის" სათავო ოფისში ელექტრონული ხელმოწერის პროექტის დანერგვას დაესწრო და ამ ბანკში პირველი ელექტრონული ხელმოწერა განახორციელა.
"რესპუბლიკა" მეორე კომერციული ბანკია საქართველოში, რომელიც ეროვნული ბანკის ამ ინიციატივას შეუერთდა. ელექტრონული ხელმოწერის თანამედროვე სისტემის დანერგვით ბანკი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს თავის კლიენტებს გარკვეულ საბანკო ოპერაციებზე ხელმოწერა არა ქაღალდზე, არამედ ელექტრონულად განახორციელონ.
აღსანიშნავია, რომ ბანკი "რესპუბლიკა" პირველია, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში თავის მომხმარებელს ელექტრონულ ხელმოწერას სხვა საბანკო ოპერაციებთან ერთად, საკრედიტო ხელშეკრულებაზე შესთავაზებს.