დავით უტიაშვილი სტუმრად "ბიზნესპარტნიორში"

რამდენად სტაბილურია საქართველოს საბანკო სექტორი მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რისკების ფონზე? ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში მიმოიხილა.