გიორგი ქადაგიძე: სებ-დან საზედამხედველო ფუნქციის გატანა არაკონსტიტუციურია
გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა არაკონსტიტუციურია და არღვევს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს.