გიორგი ქადაგიძეს ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადასცეს
მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული ფინანსური ჟურნალის The Banker-ის ევროპის რედაქტორმა სტეფანი ლინჰარტიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადასცა.
ჟურნალმა The Banker, რომელსაც Financial Times Group ფლობს, ევროპის 2014 წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.