განახლებული ლარის პრეზენტაცია

2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის - ლარის განახლებულ ბანკნოტებს გამოუშვებს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, 3 ნოემბერს, სასტუმრო "რუმს თბილისში" გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.