გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაზოგეთ სწორად და იზრუნეთ ხვალინდელზე დღეს!

ფინანსური ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. მომხმარებელთა დაცვის ეფექტური ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი კი ფინანსური განათლებაა. მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა კვლევებსა და აქტივობებს. მომხმარებელთა დაცვის და ფინანსური განათლების კუთხით ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოსახლეობაში ფულის გონივრულად დაზოგვის კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით, შეიმუშავა სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ სივრცისთვის განკუთვნილი ვიდეო და აუდიო მასალა, რაც ხელს შეუწყობს საყურადღებო ინფორმაციის მიზნობრივ სეგმენტამდე ეფექტურად მიტანას.