ახალგაზრდა ეკონომისტები მპკ-ის სხდომაზე

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ამჯერად განსხვავებულ ფორმატში წარიმართა. სხდომის მუშაობაში პირველად მიიღეს მონაწილეობა ეროვნული ბანკის ახალგაზრდა ეკონომისტების კონკურსში გამარჯვებულმა სტუდენტებმა. მომავალ ეკონომისტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა გაეგოთ, თუ როგორ იღებს კომიტეტი გადაწყვეტილებას და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ ქვეყნის მთავარი ბანკირისგან და კომიტეტის სხვა წევრებისგან. მას შემდეგ, რაც კომიტეტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, სტუდენტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი ბაქრაძის მენტორობით, თავად გამართეს სხდომა. მათ გააანალიზეს მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაში უნდა დარჩეს, განაკვეთი კი, არსებულ დონეზე შენარჩუნდეს.