
კომერციულ ბანკებს ფიზიკური პირების უცხოურ ვალუტაში აღებული სასესხო ვალდებულებების გადახედვა დაევალათ
ქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ბოლოდროინდელ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კომერციული ბანკები ერთ კვირაში წარმოადგენენ გეგმას, თუ როგორ უნდა შეუმსუბუქონ დოლარში აღებული სესხის ტვირთი ფიზიკურ პირებს.
გიორგი ქადაგიძემ მედიასთან ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული მონაცემებით ლარის კურსი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს: „უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ლარის დევალვაცია ფუნდამენტურმა ფაქტორებმა განაპირობეს და რომ ლარის გაუფასურება სავალუტო შემოდინებების შემცირებას უკავშირდება. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. შემცირების ტენდენცია აქვს იმპორტს. იმპორტის შემცირება კი თავისთავად ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და შესაბამისად ლარი არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს.