IBAN–ი საქართველოში – ვზოგავთ დროს, ვზოგავთ ფულს, ვამცირებთ რისკებს!

IBAN–ი საქართველოში – ვზოგავთ დროს, ვზოგავთ ფულს, ვამცირებთ რისკებს!

03 მაისი, 2010

დღეიდან, 3 მაისიდან საქართველოს საბანკო სისტემა IBAN–ს მიუერთდა. IBAN–ი საერთაშორისო ფორმატის საბანკო ანგარიშის  ნომერია, რომელიც გამოიყენება  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გადარიცხვების დროს.

საქართველოს საბანკო სექტორში IBAN ანგარიშების გამოყენება რიგ შემთხვევებში შეამცირებს უცხო ქვეყნიდან თანხის გადმორიცხვის საკომისიოს,  ასევე მცირდება რისკები – მინიმუმამდეა დაყვანილი ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა.

IBAN ანგარიშის ნომრის მისაღებად საკმარისია კომერციულ ბანკში ანგარიშის გახსნა, ან უკვე გახსნილი ანგარიშისათვის IBAN ანგარიშის ნომრის მოთხოვნა. IBAN ანგარიშების ფორმატი 22 სიმბოლოსგან შედგება: GEkk BBNN NNNN NNNN NNNN NN. GE (2) – ქვეყნის კოდი; kk (2) –საკონტროლო გასაღები; BB (2) – ბანკის კოდი; N (16) – ანგარიშის ნომერი:

საბანკო ანგარიშების IBAN ფორმატით გამოყენების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და  მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.

ამჟამად IBAN ანგარიშები შემდეგ ქვეყნებში გამოიყენება: ნორვეგია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნიდერლანდები, მაკედონია, სლოვენია, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ხორვატია, ლატვია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია, ბულგარეთი, გერმანია, ირლანდია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, გაერთიანებული სამეფო, გიბრალტარი, ისრაელი, ანდორა, ჩეხეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, საუდის არაბეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ესპანეთი, შვედეთი, ტუნისი, პორტუგალია, ისლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, მონაკო, სან მარინო, ალბანეთი, კვიპროსი, უნგრეთი, ლიბანი, პოლონეთი, მაურიტუსი, მალტა.

სხვა სიახლეები