50 თეთრისა და ერთი ლარის ნომინალის მონეტების დამზადების სურვილი ათმა ზარაფხანამ გამოთქვა
22 აგვისტო, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის კომისიამ 50 თეთრისა და ერთი ლარის ნომინალის მონეტების დამზადების მსურველი 7 ქვეყნის 10 ზარაფხანის განაცხადი მიიღო. მათ შორისაა ისეთი ცნობილი კომპანიები, რომლებიც ევროს (EUR), გირვანქა სტერლინგისა (GBP) და სხვა ქვეყნების ფულის ნისნებს ამზადებენ. ნიშნებს ამზადებენ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტების მოჭრისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ევროპის, აზიის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 34 ქვეყნის 41 ზარაფხანას შესთავაზა.
50 თეთრისა და ერთი ლარის ნომინალის მონეტების მოჭრის სურვილი გამოთქვეს შემდეგმა კომპანიებმა:
ბერლინის ზარაფხანამ (Munze Berlin);
პოლონეთის ზარაფხანამ (Mennica Polska);
საფრანგეთის ზარაფხანამ (Monnaie de Paris);
ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანამ (Koninklijke Nederlandse Munt);
შტუტგარტის ზარაფხანამ, გერმანია (Staatliche Munzen Baden-Wurttemberg);
ვეზელის ზარაფხანამ, გერმანია (Vacuumatic Maschinen);
ზარაფხანამ „ფობჯოი“, ბრიტანეთი (Pobjoy Mint);
ავსტრიის ზარაფხანამ (Munze Osterreich);
ჩეხეთის ზარაფხანამ (Divize Ceska Mincovna);
ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ (Royal Mint).
კონკურსში გამარჯვებული ზარაფხანების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით გამოვლინდება. საკონკურსო მოთხოვნებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია მონეტების მოჭრის ოპტიმალური ვადა, მისი დამზადებისათვის გასაწევი ხარჯები და ხარისხობრივი მაჩვენებლები.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ფულის ყველა ნიშანს ახალი, ერთიანი კონცეფციითა და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული წესების მიხედვით დაამზადებს. სამომავლოდ კი მიმოქცევაში დღეს არსებული ფულადი ნიშნები „ფულის ერთიანი ოჯახის კონცეფციას“ დაექვემდებარება.