2007 წლის პირველ ოთხ თვეში საბანკო სექტორის დინამიკური ზრდა გაგრძელდა

2007 წლის პირველ ოთხ თვეში საბანკო სექტორის დინამიკური ზრდა გაგრძელდა

24 მაისი, 2007
2007 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად  სწრაფი ტემპით გაიზარდა.   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაიზარდა 62 პროცენტით და  5.06 მილიარდი ლარი შეადგინა  (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებლი 3.1 მილიარდი იყო);   სააქციო კაპიტალმა მოიმატა 97.3 პროცენტით და 999.9 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებლი 506.8 მილიონი ლარი იყო);   სესხები  57.7 პროცენტით, 3.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.04 მილიარდი ლარი იყო).   სესხები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 57.6 პროცენტით და 806.9 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 512 მილიონი ლარი იყო).     სესხები უცხოური ვალუტით  გაიზარდა 69.5 პროცენტით 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი  841.6 მილიონი აშშ დოლარი იყო).      დეპოზიტები   გაიზარდა 43.4 პროცენტით და 2.08 მილიარდი ლარი შეადგინა. (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.45 მილიარდი ლარი იყო).     დეპოზიტები ეროვნული ვალუტით  გაიზარდა 57.6 პროცენტით  673.7 მილიონ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  427.4 მილიონი იყო).     დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 47.7 პროცენტით  და 833.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  564 მლნ იყო).     დეპოზიტების დოლარიზაცია  3 პროცენტით შემცირდა და 67.6 პროცენტი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 70.6 პროცენტი იყო).   საბანკო სისტემის წმინდა მოგება  გაიზარდა 47.3 პროცენტით და 33.3 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის  ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 22.6 მილიონ ლარს შეადგენდა);   საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები - 2007 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 121 პროცენტით და 1 მილიარდ 54 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები