2007 წლის პირველ კვარტალში საბანკო სექტორის დინამიკური ზრდა გაგრძელდა

2007 წლის პირველ კვარტალში საბანკო სექტორის დინამიკური ზრდა გაგრძელდა

20 აპრილი, 2007
2007 წლის პირველ კვარტალში, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად  სწრაფი ტემპით გაიზარდა.   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაიზარდა 62 პროცენტით და  4.7 მილიარდი ლარი შეადგინა  (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებლი 2.9 მილიარდი იყო);   სააქციო კაპიტალმა მოიმატა 94 პროცენტით და 959 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებლი 494 მილიონი ლარი იყო);   სესხები  55 პროცენტით, 3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 1.9 მილიარდი ლარი იყო).   სესხები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 59 პროცენტით და 764 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 481 მილიონი ლარი იყო).     სესხები უცხოური ვალუტით  გაიზარდა 65 პროცენტით 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი  804 მილიონი აშშ დოლარი იყო).      დეპოზიტები   გაიზარდა 48 პროცენტით და 1.9 მილიარდი ლარი შეადგინა. (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.3 მილიარდი ლარი იყო).     დეპოზიტები ეროვნული ვალუტით  გაიზარდა 60 პროცენტით  603 მილიონ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  378 მილიონი იყო).     დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 54 პროცენტით  და 770 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  501 მლნ იყო).     დეპოზიტების დოლარიზაცია  2.4 პროცენტით შემცირდა და 68.4 პროცენტი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 70.8 პროცენტი იყო).   საბანკო სისტემის წმინდა მოგება  გაიზარდა 36.6 პროცენტით და 25 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის  ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 18.6 მილიონ ლარს შეადგენდა);   საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები - 2007 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 113 პროცენტით და 1 მილიარდ 19 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  
სხვა სიახლეები