2006 წელს უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 2005 წელთან შედარებით
143 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
12 იანვარი, 2007
2006 წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით 546 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის მაჩვენებელს 143 მლნ აშშ დოლარით (35.5 პროცენტით) აღემატება.
რაც შეეხება ფულადი გზავნილების გეოგრაფიას, 2006 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 365 მლნ აშშ დოლარი (66.8%) რუსეთის ფედერაციიდან, 59.5 მლნ აშშ დოლარი (10.9%) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 16 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) საბერძნეთიდან, 14 მლნ აშშ დოლარი თურქეთიდან (2.6 პროცენტი), 11 მლნ აშშ დოლარი ესპანეთიდან (2 პროცენტი) და 11 მლნ აშშ დოლარი (2 პროცენტი) უკრაინიდან გადმოირიცხა.
2006 წელს ასევე გაიზარდა საქართველოდან განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია 132 მლნ აშშ დოლარი, რაც 44.3 მლნ აშშ დოლარით (50.5%-ით) აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 77 მლნ აშშ დოლარი (58.3%) რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც 8.4 მლნ აშშ დოლარი (6.4%) გადაიგზავნა, შემდეგ აშშ – 6.4 მლნ აშშ დოლარის (4.8%) ფულადი გზავნილებით.
ქვეყანა