2005 წელს საბანკო სექტორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა

2005 წელს საბანკო სექტორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა

20 იანვარი, 2006
2005 წელს საქართველოს საბანკო სექტორი სწრაფი ტემპით განვითარდა. ამას მოწმობს 2005 წლის საბანკო სექტორის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები:   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – გაიზარდა 50%-ით (2005 წელს 2,6 მლრდ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 1,7 მლრდ ლარი იყო);   სააქციო კაპიტალი – გაიზარდა 28,7%-ით (2005 წელს 480 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 373 მლნ ლარი იყო);     წმინდა მოგება – გაიზარდა 124,7%-ით (2005 წელს 62 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 28 მლნ ლარი იყო);   შემოსავალი აქტივებზე – გაიზარდა 29,2%-ით (2005 წელს 3,1% შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 2,4% იყო);   შემოსავალი კაპიტალზე – გაიზარდა 49%-ით (2005 წელს 15% შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 10% იყო);   მთლიანი სესხები – საერთო მოცულობა გაიზარდა 83,2%-ით (2005 წელს 1,7 მლრდ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 0,9 მლრდ ლარი იყო);   სესხები ეროვნულ ვალუტაში – გაზრდილია 200%-ით (2005 წელს 407 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 136 მლნ ლარი იყო);   სესხები უცხოურ ვალუტაში – გაზრდილია 66,7%-ით (2005 წელს 742 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 445 მლნ აშშ დოლარი იყო);   მთლიანი დეპოზიტები – გაზრდილია 31%-ით (2005 წელს 1,2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 896 მლნ ლარი იყო);   დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში – გაიზარდა 45%-ით (2005 წელს 334 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 230 მლნ ლარი იყო);   დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში – გაიზარდა 29%-ით (2005 წელს 469 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 365 მლნ აშშ დოლარი იყო);   დეპოზიტების დოლარიზაცია – შემცირდა 3,3%-ით (2005 წელს 71% შეადგინა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 74,3% იყო);   საერთაშორისო სავალუტო რეზერვები – გაიზარდა 23,9%-ით (2005 წელს 474,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 382,8 მლნ აშშ დოლარი იყო);   ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით – გამყარდა 5,4%-ით (2005 წელს 1,8126 ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელმა 1,9161 ლარი იყო).   ინფლაციის მაჩვენებელმა 2004 წლის 7.5%-დან 2005 წელს 6,2%-ის დონემდე დაიწია.
სხვა სიახლეები