200 ლარის ნომინალის დიზაინზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა
19 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის ვადა 20 სექტემბერს იწურება. საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველ მხატვარ-დიზაინერებთან ერთად, კონკურსში მონაწილეობა უცხოელებმაც მიიღეს. ეროვნულ ბანკში უკვე წარმოდგენილია ბელგიის, შვედეთის, შვეიცარიის, ავსტრიისა და გერმანიის წამყვანი კომპანიების და ასევე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ესკიზები. კონკურსში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით დაინტერესება ასევე გამოთქვეს გერმანიისა და ავსტრიის ზარაფხანებმაც. მათგან ესკიზებს ეროვნულ ბანკში უახლოეს დროში ელოდებიან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსში მონაწილეობის მიღება ევროპის, აზიის, ამერიკის ზარაფხანებს შესთავაზა. მათ შორისაა ისეთი ცნობილ კომპანიები, რომლებიც ამერიკულ დოლარის (USD), ევროს (EUR), გირვანქა სტერლინგისა (GBP) და სხვა ვალუტების ფულად ნიშნებს ამზადებენ.
200 ლარის ნომინალის ბანკნოტის ავერსზე გამოსახული უნდა იყოს საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი, რევერსზე კი – სოხუმის ხედი. კონკურსის შედეგები 20 სექტემბერს 16 საათზე გახდება ცნობილი.