"დი ემ სერვისს" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „დი ემ სერვისს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
შპს "დი ემ სერვისის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორის მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. #2 ( შპს "დი ემ სერვისის" ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.