წლიურმა ინფლაციამ ივლისში 6.6 პროცენტი შეადგინა

წლიურმა ინფლაციამ ივლისში 6.6 პროცენტი შეადგინა

14 აგვისტო, 2007
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წლის ივლისში წლიური ინფლაცის მაჩვენებელმა (გასული წლის ივლისის თვის მონაცემი მიმდინარე წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით) 6.6 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი  ორჯერ და მეტად უფრო დაბალია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (2006 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 14.5 პროცენტს შეადგენდა) და 0.7 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია ვიდრე მიმდინარე წლის ივნისში, როდესაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.3 პროცენტის ტოლი იყო.  
სხვა სიახლეები