შპს "სოლიგრაუნდს" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "სოლიგრაუნდს" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და საზოგადოება ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
შპს "სოლიგრაუნდის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
2. შპს "სოლიგრაუნდის" მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. #2 (შპს "სოლიგრაუნდის" ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.