ყირგიზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო სტრუქტურებთან ყირგიზული ბანკების თანამშრომლობის შემთხვევაში მკაცრ ზომებს მიიღებს

ყირგიზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო სტრუქტურებთან ყირგიზული ბანკების თანამშრომლობის შემთხვევაში მკაცრ ზომებს მიიღებს

21 ივნისი, 2005
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 21 ივნისს მიიღო ყირგიზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ულან სარბანოვის წერილი, რომელშიც ყირგიზი კოლეგა საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს ადასტურებს. ულან სარბანოვი  ჰპირდება საქართველოს ხელისუფლებას, რომ  „აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო სტრუქტურებთან ყირგიზეთის კომერციული საბანკო დაწესებულებების უკანონო თანამშრომლობის ყოველ კონკრეტულ შემთხვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება“.     ყირგიზეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ულან სარბანოვმა წერილში საკითხის დეტალურად შესწავლისა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მისი დაუყოვნებლივ აღკვეთის პირობა დადო.   საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ცალკეული ბანკების მსგავსად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო სტრუქტურებთან ყირგიზეთის ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების თანამშრომლობასაც ჰქონდა ადგილი. ყირგიზეთის ხელისუფლების ინფორმირების და მათი ბანკების აფხაზურ სტრუქტურებთან შესაძლო უკანონო თანამშრომლობის აღკვეთის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მიმდინარე წლის მაისში ყირგიზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
სხვა სიახლეები