საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სამახსოვრო მონეტები რუსეთში იყიდება. ამის თაობაზე სტატიას რუსული ყოველკვირეული „დენგი“ აქვეყნებს.
1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლისადმი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ვერცხლის მონეტები რუსეთში 15-20 აშშ დოლარად იყიდება.
სტატიაში ასევე მითითებულია ჩამონათვალი ყველა იმ სამახსოვრო მონეტებისა, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს 1996 წლიდან დღემდე აქვს გამოშვებული