ფულადი გზავნილები სექტემბერში
2009 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 80.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 7.2 პროცენტით მეტია აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების მატებამ გამოიწვია 3.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 9.7 პროცენტით. ფულადი გზავნილები გაიზარდა ასევე: საბერძნეთიდან 0.8 მლნ აშშ დოლარით, ანუ 14.2 პროცენტით; აგრეთვე აშშ–დან, თურქეთიდან და ესპანეთიდან, შესაბამისად, 3.7, 7.8 და 9.1 პროცენტით.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი სექტემბერი, 2009 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
აგვისტო, 2009 |
სექტემბერი, 2009 |
||
სულ |
80.4 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
43.9 |
53.4 |
54.6 |
უკრაინა |
6.5 |
7.6 |
8.1 |
აშშ |
6.3 |
8.0 |
7.8 |
საბერძნეთი |
5.9 |
8.3 |
7.3 |
იტალია |
3.8 |
4.9 |
4.7 |
თურქეთი |
2.5 |
3.1 |
3.1 |
ესპანეთი |
2.0 |
2.5 |
2.5 |
კვიპროსი |
1.3 |
1.5 |
1.6 |
2009 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.6 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის აგვისტოში. გადარიცხვები გაიზარდა რუსეთსა და უკრაინაში – 0.2 – 0.2 მლნ აშშ დოლარით ანუ, შესაბამისად, 8.7 და 16.6 პროცენტით.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge