ფულადი გზავნილები სექტემბერში
2010 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 5.5 პროცენტით მეტია 2009 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.7 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.9 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (0.6 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 90.2 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა სექტემბერი, 2010,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
სექტემბერი, 2009 |
სექტემბერი, 2010 |
||
სულ |
84.8 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
49.6 |
54.6 |
58.4 |
აშშ |
6.4 |
7.8 |
7.5 |
საბერძნეთი |
5.3 |
8.1 |
6.3 |
იტალია |
4.4 |
4.7 |
5.2 |
უკრაინა |
3.9 |
7.3 |
4.6 |
თურქეთი |
3.3 |
3.1 |
3.9 |
ესპანეთი |
1.8 |
2.5 |
2.1 |
გერმანია |
1.4 |
1.2 |
1.7 |
ისრაელი |
1.1 |
0.9 |
1.3 |
2010 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის სექტემბერში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge