ფულადი გზავნილები სექტემბერში

ფულადი გზავნილები სექტემბერში

16 ოქტომბერი, 2012

2012 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 190.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.9 მლნ აშშ დოლარით (1.5 მლნ ლარით), ანუ 0.8 პროცენტით მეტია 2011 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.8 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა სექტემბერი, 2012,მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

სექტემბერი,
2011

სექტემბერი, 2012

სულ      

115.0

100.0

100.0

რუსეთი

63.4

53.8

55.1

საბერძნეთი

13.2

11.3

11.5

იტალია

7.9

8.3

6.9

აშშ

6.6

6.0

5.8

უკრაინა

3.5

4.1

3.1

თურქეთი

2.9

2.2

2.5

ესპანეთი

2.2

2.3

1.9

გაერთიანებული სამეფო

2.0

1.1

1.8

ინდოეთი

1.3

0.9

1.1

ყაზახეთი

1.3

0.8

1.1

ისრაელი

1.2

1.1

1.0

გერმანია

1.1

0.9

0.9

2012 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.0 მლნ აშშ დოლარი (14.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.3 მლნ აშშ დოლარის (13.8 მლნ ლარი) გასული წლის სექტემბერში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

                                                                               

სხვა სიახლეები