ფულადი გზავნილები სექტემბერში

ფულადი გზავნილები სექტემბერში

16 ოქტომბერი, 2013

2013 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 219.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.8 მლნ აშშ დოლარით (28.8 მლნ ლარით), ანუ 14.6 პროცენტით მეტია 2012 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.6 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა
სექტემბერი, 2013,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

სექტემბერი, 2012

სექტემბერი, 2013

სულ   

131.8

100.0

100.0

რუსეთი

72.5

57.2

55.0

საბერძნეთი

18.6

12.0

14.1

იტალია

9.1

6.8

6.9

აშშ

6.3

5.4

4.8

თურქეთი

3.8

2.5

2.9

უკრაინა

3.3

3.1

2.5

ესპანეთი

2.3

1.9

1.7

ისრაელი

1.6

1.2

1.2

გერმანია

1.6

0.9

1.2

გაერთიანებული სამეფო

1.5

1.8

1.2

ყაზახეთი

1.5

1.2

1.1

აზერბაიჯანი

1.3

0.8

1.0

საფრანგეთი

1.1

0.8

0.8


2013 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.8 მლნ აშშ დოლარი (22.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.0 მლნ აშშ დოლარის (14.9 მლნ ლარი) გასული წლის სექტემბერში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები