ფულადი გზავნილები ოქტომბერში
2009 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 80.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.3 პროცენტით მეტია სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების მატებამ გამოიწვია 0.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 1.7 პროცენტით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე მიმდინარე წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი ოქტომბერი, 2009 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
სექტემბერი, 2009 |
ოქტომბერი, 2009 |
||
სულ |
80.7 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
44.6 |
54.6 |
55.3 |
უკრაინა |
6.2 |
8.1 |
7.7 |
აშშ |
5.9 |
7.8 |
7.4 |
საბერძნეთი |
5.8 |
7.3 |
7.2 |
იტალია |
4.0 |
4.7 |
5.0 |
თურქეთი |
2.1 |
2.5 |
2.7 |
ესპანეთი |
1.6 |
3.1 |
2.0 |
კვიპროსი |
1.1 |
1.6 |
1.4 |
2009 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის სექტემბერში. გადარიცხვები გაიზარდა რუსეთში – 0.1 მლნ აშშ დოლარით ანუ 5.3 პროცენტით.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge