ფულადი გზავნილები ოქტომბერში
2013 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 132.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 220.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.7 მლნ აშშ დოლარით (28.5 მლნ ლარით), ანუ 14.5 პროცენტით მეტია 2012 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.2 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
ოქტომბერი, 2012 |
ოქტომბერი, 2013 |
||
სულ |
132.5 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
73.3 |
56.9 |
55.3 |
საბერძნეთი |
17.4 |
11.9 |
13.2 |
იტალია |
9.3 |
7.3 |
7.0 |
აშშ |
6.5 |
5.0 |
4.9 |
უკრაინა |
3.9 |
3.5 |
2.9 |
თურქეთი |
3.6 |
2.3 |
2.7 |
ესპანეთი |
2.4 |
1.9 |
1.8 |
ისრაელი |
1.7 |
1.1 |
1.3 |
გერმანია |
1.7 |
1.0 |
1.3 |
გაერთიანებული სამეფო |
1.5 |
1.4 |
1.1 |
ყაზახეთი |
1.4 |
1.3 |
1.1 |
აზერბაიჯანი |
1.2 |
0.8 |
0.9 |
საფრანგეთი |
1.1 |
0.8 |
0.8 |
2013 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.9 მლნ აშშ დოლარი (24.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.2 მლნ აშშ დოლარისა (18.6 მლნ ლარი) გასული წლის ოქტომბერში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306