ფულადი გზავნილები ნოემბერში
მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში უფრო მცირე ტემპებით, მაგრამ მაინც აღსდგა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია. ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 91.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით მეტია გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით.
ომამდელ დინამიკას უბრუნდება რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც:
|
01.2008 |
02.2008 |
03.2008 |
04.2008 |
05.2008 |
06.2008 |
07.2008 |
08.2008 |
09.2008 |
10.2008 |
11.2008 |
ფულადი გზავნილები, მლნ აშშ დოლარი |
62.1 |
71.2 |
80.4 |
83.6 |
80.6 |
84.4 |
97.5 |
73.8 |
86.1 |
92.1 |
91.4 |
მათ შორის, რუსეთიდან |
36.0 |
38.0 |
50.1 |
51.4 |
48.3 |
53.5 |
63.4 |
45.0 |
54.2 |
56.8 |
62.5 |
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ რვა უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობა 1 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რვა ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მოდიოდა მთელი ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა 2008 წ., ნოემბერი, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
2007 წ., ნოემბერი |
2008 წ., ნოემბერი |
||
სულ |
91.4 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
62.4 |
62.7 |
68.3 |
უკრაინა |
6.1 |
2.3 |
6.7 |
აშშ |
5.7 |
7.5 |
6.2 |
საბერძნეთი |
3.4 |
1.7 |
3.7 |
იტალია |
2.6 |
10.3 |
2.8 |
თურქეთი |
1.7 |
2.0 |
1.9 |
ესპანეთი |
1.3 |
4.7 |
1.5 |
სომხეთი |
1.2 |
0.1 |
1.3 |
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.2 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, ანუ 2007 წლის ნოემბერთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები. მნიშვნელოვნად შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოდან რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით, შესაბამისად, 3.8 მლნ აშშ დოლარით (58.9 პროცენტი) და 1.2 მლნ აშშ დოლარით (56.6 პროცენტი).
მიმდინარე წლის ნოემბრის განმავლობაში უცხოეთიდან ფულის გადმოგზავნისას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდნენ: Western Union-ი – 19.2 პროცენტით, Contact-ი – 28.0 პროცენტით, Anelik-ი – 14.4 პროცენტით, Unistream-ი – 13.0 პროცენტით, Быстрая почта – 5.5 პროცენტით, Money Gram-ი – 5.3 პროცენტით, Intel Express-ი – 4.7 პროცენტით.
საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდნენ: Western Union-ი – 48.6 პროცენტით, Anelik-ი – 17.3 პროცენტით, Быстрая почта – 10.8 პროცენტით, Intel Express-ი – 7.1 პროცენტით, Unistream-ი – 6.4 პროცენტით.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: www.nbg.gov.ge/index.php?m=306