ფულადი გზავნილები ნოემბერში
2009 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 72.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 10.3 პროცენტით ნაკლებია ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 6.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 13.5 პროცენტით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.5 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი ნოემბერი, 2009 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
ოქტომბერი, 2009 |
ნოემბერი, 2009 |
||
სულ |
72.4 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
38.6 |
55.3 |
53.3 |
უკრაინა |
6.0 |
7.7 |
8.3 |
აშშ |
5.7 |
7.2 |
7.9 |
საბერძნეთი |
5.5 |
7.4 |
7.6 |
იტალია |
3.7 |
5.0 |
5.1 |
თურქეთი |
2.2 |
2.0 |
3.1 |
ესპანეთი |
1.9 |
2.7 |
2.7 |
კვიპროსი |
1.1 |
1.4 |
1.5 |
2009 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.5 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის ოქტომბერში. გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge