ფულადი გზავნილები ნოემბერში
2010 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 16.4 პროცენტით მეტია 2009 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (7.7 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.4 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (1.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერი, 2010,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
ნოემბერი, 2009 |
ნოემბერი, 2010 |
||
სულ |
84.3 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
46.3 |
55.3 |
55.0 |
აშშ |
5.8 |
7.6 |
6.9 |
უკრაინა |
5.6 |
7.9 |
6.6 |
საბერძნთი |
5.1 |
8.3 |
6.1 |
იტალია |
5.1 |
5.1 |
6.1 |
თურქეთი |
3.0 |
3.1 |
3.5 |
ესპანეთი |
2.0 |
2.7 |
2.4 |
ყაზახეთი |
1.5 |
0.7 |
1.8 |
გერმანია |
1.4 |
1.2 |
1.7 |
ისრაელი |
1.1 |
1.0 |
1.4 |
2010 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.1 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ნოემბერში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge