ფულადი გზავნილები ნოემბერში

ფულადი გზავნილები ნოემბერში

16 დეკემბერი, 2011

2011 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 91.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 151.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.3 მლნ აშშ დოლარით (12.1 მლნ ლარით), ანუ 8.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 
 


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 90.2 პროცენტი მოდიოდა.
 

 ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერი, 2011,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ნოემბერი,  2010 ნოემბერი, 2011

სულ      

91.1

100.0

100.0

რუსეთი

52.5

55.3

57.7

საბერძნეთი

6.4

6.1

7.0

იტალია

5.9

6.1

6.5

აშშ

5.7

6.9

6.3

უკრაინა

4.6

6.7

5.1

ესპანეთი

2.1

2.4

2.3

თურქეთი

2.0

3.5

2.2

ინდოეთი

1.4

0.1

1.5

ისრაელი

1.0

1.4

1.1

გერმანია

1.0

1.7

1.1


2011 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.5 მლნ აშშ დოლარი (12.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.0 მლნ აშშ დოლარის (14.1 მლნ ლარი) გასული წლის ნოემბერში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:www.nbg.gov.ge

სხვა სიახლეები