ფულადი გზავნილები ნოემბერში
2012 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 183.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.3 მლნ აშშ დოლარით (10.5 მლნ ლარით), ანუ 6.1 პროცენტით მეტია 2011 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.6 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერი, 2012, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
ნოემბერი, 2011 |
ნოემბერი, 2012 |
||
სულ |
110.5 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
61.3 |
52.7 |
55.5 |
საბერძნეთი |
11.9 |
11.1 |
10.8 |
იტალია |
8.2 |
8.4 |
7.5 |
აშშ |
5.9 |
6.0 |
5.3 |
უკრაინა |
4.2 |
4.5 |
3.8 |
თურქეთი |
2.4 |
2.0 |
2.2 |
ესპანეთი |
2.2 |
2.6 |
2.0 |
გაერთიანებული სამეფო |
1.6 |
1.0 |
1.5 |
ყაზახეთი |
1.4 |
0.9 |
1.2 |
ისრაელი |
1.3 |
1.0 |
1.2 |
გერმანია |
1.1 |
1.1 |
1.0 |
ინდოეთი |
1.0 |
1.3 |
0.9 |
2012 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (16.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.4 მლნ აშშ დოლარის (13.9 მლნ ლარი) გასული წლის ნოემბერში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306