ფულადი გზავნილები მარტში
2009 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 60.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8 მლნ აშშ დოლარით, ანუ 24.6 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 18.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 36.0 პროცენტით. ფულადი გზავნილები შემცირდა ასევე: სომხეთიდან – 1.2 მლნ აშშ დოლარით ანუ 63.5 პროცენტით, უკრაინიდან – 0.8 მლნ აშშ დოლარით ანუ 15.1 პროცენტით, ესპანეთიდან – 0.5 მლნ აშშ დოლარით ანუ 25.2 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87.5 პროცენტი იმ 7 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 7 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 87.1 პროცენტი მოდიოდა.
ფულადი გზავნილების მოცულობა მარტი, 2009, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
||
მარტი, 2008 |
მარტი, 2009 |
||
სულ |
60.6 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
32.1 |
60.03 |
52.9 |
აშშ |
5.5 |
6.8 |
9.0 |
უკრაინა |
4.3 |
6.4 |
7.2 |
იტალია |
3.9 |
4.5 |
6.5 |
საბერძნეთი |
3.7 |
4.6 |
6.1 |
თურქეთი |
2.0 |
2.0 |
3.3 |
ესპანეთი |
1.5 |
2.5 |
2.5 |
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 8.1 მლნ აშშ დოლარისა 2008 წლის მარტში. გადარიცხვები შემცირდა: რუსეთში – 0.9 მლნ აშშ დოლარით ანუ 21.8 პროცენტით, უზბეკეთში – 0.2 მლნ აშშ დოლარით ანუ 87.1 პროცენტით, საბერძნეთში – 0.1 მლნ აშშ დოლარით ანუ 51.6 პროცენტით, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში უცხოეთიდან ფულის გადმოგზავნისას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდნენ: Western Union–ი – 24.7, Anelik–ი – 13.1, Contact–ი – 12.6, Unistream–ი – 12.5, Money Gram–ი – 9.2, Ria – 5.6, Быстрая почта, – 4.7, Leader–ი – 4.1, Intel Express-ი – 4.1 პროცენტით.
საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდნენ: Western Union–ი 46.9 პროცენტით, Anelik–ი – 20.3, Unistream–ი - 7.9, Быстрая почта, – 6.5, Leader–ი – 4.2, Contact–ი – 3.8, Money Gram –ი – 3.5 პროცენტით.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge//