ფულადი გზავნილები მარტში

ფულადი გზავნილები მარტში

16 აპრილი, 2010

2010 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 81.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 35.0 პროცენტით მეტია 2009 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (13.1 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (2.2 მლნ აშშ დოლარით), უკრაინიდან (1.6 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.  

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 89.1 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი  

მარტი, 2010

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

მარტი, 2009

მარტი, 2010

სულ     

81.8

100.0

100.0

რუსეთი

45.2

52.9

55.2

აშშ 

6.2

9.0

7.6

უკრაინა 

5.9

7.2

7.3

საბერძნეთი 

5.9

6.1

7.2

იტალია 

4.6

6.5

5.6

თურქეთი

2.5

3.3

3.1

ესპანეთი

2.2

2.5

2.7

კვიპროსი

1.1

1.6

1.3


 
საზღვარგარეთ 7.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის მარტში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

სხვა სიახლეები