ფულადი გზავნილები მარტში

ფულადი გზავნილები მარტში

15 აპრილი, 2011

2011 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 88.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 7.6 პროცენტით მეტია 2010 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (3.2 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (1.8 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.7 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა მარტი, 2011, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

მარტი, 2010

მარტი, 2011

სულ      

88.1

100.0

100.0

რუსეთი

48.4

55.2

55.0

საბერძნეთი 

6.6

7.2

7.4

იტალია 

6.3

5.6

7.2

აშშ 

5.5

7.6

6.2

უკრაინა 

4.4

7.3

5.0

ყაზახეთი

2.4

0.7

2.7

თურქეთი

2.1

3.1

2.4

ესპანეთი 

1.9

2.7

2.2

ისრაელი

1.3

1.0

1.4

გერმანია 

1.0

1.2

1.1

2011 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 7.1 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის მარტში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.gov.ge

სხვა სიახლეები